
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებულია.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებლის საერთაშორისო დღე. ბავშვებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ვიდეორგოლი ჩაწერეს, რომლითაც საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მათი როლი აღნიშნეს, განათლებული საზოგადოების აღზრდის საქმეში.
თბილისის N46 საჯარო სკოლა ვიდეორგოლს დიდი სიმაყით გვიზიარებს და ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს.
„დღეს მასწავლებლის დღეა, გილოცავთ!
თვითოეული ჩვენთაგანი ემსახურება ყველაზე კეთილშობილ საქმეს მომავალი თაობის აღზრდას. ამ გზაზე ბევრი სირთულე, დაუმსახურებელი ქმედებები შეგვხვედრია, თუმცა ასევე გვახსოვს ჩვენი მოსწავლეების გაბრწყინებული თვალებიც. გილოცავთ და მრავალ წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო