საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პატარა ხელოვანები და მათი შექმნილი ფერადი სამყარო
06-10-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა​ში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ხედვის განვითარებას კი დიდი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად გამორჩეულად დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

სკოლა მე-3 კლასის ხატვის გაკვეთილ​ის ამსახველ ფოტოებს გვიზიარებს. ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გაკვეთილი სწორედ ხელოვნებაა, რომელიც ბავშვებს ფანტაზიას, სიხარულს და შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს.

ამჯერად, მოსწავლეები გუაშებით ხატავენ და თითოეულმა მათგანმა საკუთარი ფერადი სამყარო შექმნა.

ნამუშევრები მართლაც საინტერესო და გამორჩეული გამოვიდა, რადგან თითოეულ ბავშვში პატარა ხელოვანი იმალება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203