
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა მესხი მრავალი წელია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება. ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
ღვაწლმოსილი მასწავლებელი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა, მათ შორის იყო ქალბატონი მანანა მესხი.
გივი მიქანაძემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და მათ სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრი, მთაწმინდის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თბილისის N46 საჯარო სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„ვულოცავთ, და ვუსურვებთ, კიდევ დიდხანს ემსახუროს ამ საამაყო პროფესიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: