საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დაზოგვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით უერთდება
06-10-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ფინანსური ჩვევებისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ, საინტერესო აქტივობით ​გაიმდიდრეს ცოდნა.

სკოლა უერთდება დაზოგვის მსოფლიო დღის (31 ოქტომბერი) აღნიშვნას, რომელიც წელს მსოფლიოში უკვე 101-ედ ტარდება.

საქართველო ამ მნიშვნელოვან თარიღს 2012 წლიდან აღნიშნავს და მისი მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფინანსური განათლების გაღრმავება. ამ დღის სიმბოლოა შრომისმოყვარე ჭიანჭველა „გროვია“. 

მოსწავლეები ჩართნენ ამ დღისადმი მიძღვნილ სპეციალური საიუბილეო პროექტში - „მოიწვიე ფინედუ კლასში“. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებულია, რადგან იგი ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს.

სწორედ ამ ორმაგი დღესასწაულის ფარგლებში, სკოლას ესტუმრებიან ფინედუს დესპანები პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ფარგლებში.

დესპანებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო და გამორჩეული აქტივობა თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რომელიც ბავშვებს დაზოგვისა და ფინანსების საბაზისო ცოდნას ინტერაქტიული გზით გაუღრმავებს.

შეხვდრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ ფულის გონივრულად მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა და გაიგონ მეტი ჩვენი ეროვნული ვალუტის ისტორიის შესახებ! გისურვებთ წარმატებას და გროვიასავით შრომისმოყვარეობას დაგროვების საქმეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203