
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა შიშმანაშვილი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
პედაგოგი 2025 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა და არაერთი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
სკოლაში ახარებთ კოლეგის წარმატება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს - ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის მერს - გივი ზაუტაშვილს და ყვარლის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს - ლევან ბალიაურს, გამოჩენილი ყურადღებისათვის და 2025 წლის საუკეთესო მასწავლებლის - შორენა შიშმანაშვილის დაჯილდოება-დასაჩუქრებისათვის.
სკოლა სიყვარულით ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.