
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაში.
გივი მიქანაძემ საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.