უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2025 წლის 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა ასახონ შემდეგი ინფორმაცია იმ მაგისტრების შესახებ, რომლებთანაც გააფორმეს ხელშეკრულებები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი;
- მაგისტრანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი;
- საგანმანათლებლო პროგრამა (რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება).
გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის განაწილებისას გათვალისწინებული არ იქნება მაგისტრი, თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ რექტორის ერთიანი აქტი არ ასახა (ან ასახა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ) ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში.