
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გურიის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლების დათვალიერებისას განაცხადა, რომ წელს, ყველა სკოლაში, ყოველი დილა დაიწყება საქართველოს ჰიმნით.
მინისტრი, საჯარო სკოლების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა.
ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.