
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ინაშვილი კრივის ტურნირის გამარჯვებულია.
28 სექტემბერს, ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქართველოს სპორტის განვითარების ცენტრისა და კრივის კავშირის ორგანიზებით, ჩატარდა.
ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ინაშვილმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მშობლიური სკოლა ულოცავს გიორგის გამარჯვებას და უსურვებს მას შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: