ჭანჭათის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ეთერ ცინცაბაძეს ლანჩხუთის მერმა წლის საუკეთესო პედაგოგის სიგელი გადასცა
03-10-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის პედაგოგი ეთერ ცინცაბაძე არაერთი წელია მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე დგას და მათ ხარისხიან ცოდნასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

ახლახან, პედაგოგის ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე სარიშვილმა პედაგოგს ღირსეული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წლის საუკეთესო პედაგოგის სიგელი გადასცა. 

სკოლაში ახარებთ კოლეგის წარმატება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ. 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის წლის საუკეთესო პედაგოგად ეთერ ცინცაბაძე დასახელდა. ჭანჭათის საჯარო სკოლის სახელით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203