
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან. მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირში მიღწეულ წარმატებას აღნიშნავენ.
მამუკა ნაკაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რაიონულ ჩემპიონატში სოფელ ნიგვზიანის საფეხბურთო გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და კვლავ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ როგორც სპორტულ, ისე შემეცნებით აქტივობებში!“- აღნიშნავენ სკოლაში.