ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბენდელიანმა ძიუდოისტების სარეიტინგო ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
03-10-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სკოლაში ამჯერად, ლუკა ბენდელიანის წარმატებით ხარობენ. მოსწავლემ ძიუდოისტების მესამე სარეიტინგო ტურნირში წარმატებით იასპარეზა. 

27 სექტემბერს, ძიუდოს აკადემიაში სტარტი აიღო 2011-2012 წლებში დაბადებული ძიუდოისტების მესამე სარეიტინგო ტურნირმა საქართველოში, სადაც ​ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბენდელიანმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებები ლუკას და მის მწვრთნელებს - პაატა აფაქიძესა გოგა გაზდელიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203