საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „პინოქიოს თავგადასავლის“ პერსონაჟები გააცოცხლეს
03-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევია

ახლახან, ბავშვებმა ქართულ ენაში „პინოქიოს თავგადასავალი“ გაიარეს, რომელიც მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

ზღაპრის ერთ-ერთი თავის შესწავლისას პედაგოგმა მოსწავლეებს როლური თამაში შესთავაზა. პატარებმა ზღაპრის გმირთა როლები მოირგეს და უკეთ გაიაზრეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი. 

„ჩემმა ყოჩაღებმა მოირგეს პერსონაჟების როლი და განასახიერეს ისინი. დაკვირვება მოხდა აზროვნებაზე, პატივისცემის და მადლიერების დაფასებაზე, პასუხისმგებლობაზე, და ყველაზე ძვირფასის დაფასებაზე. მოსწავლეებმა გააანალიზეს ყველა პერსონაჟის როლი და შეადარეს თავიანთ ნააზრევს“, - ამბობს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა სასწავლო შემართება და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203