ხარების საჯარო სკოლის 2023 -2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მეგი დავითაძეს ოქროს მედალი გადაეცა
03-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. პედაგოგთა ინდივიდუალური მიდგომები და სწავლების ხარისხი მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებსა და მოტივაციაზე აისახება. 

სკოლის წარჩინებულ კურსდამთარებულთა შორისაა მეგი დავითაძე. ის 2023 -2024 სასწავლო წლის ოქროსმედალოსანი გახლავთ. 

სკოლის კურსდამთავრებული ახლახან კუთვნილი მედლით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მას წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

„წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლა, ულოცავს ამავე სკოლის 2023 -2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - მეგი დავითაძეს ოქროს მედლის მოპოვებას.

ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს პირად და კარიერულ წინსვლაში“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203