
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ამ მტკივნეულ მოვლენას კედლის გაზეთები მიუძღვნეს.
ბავშვებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს სახელწოდებით - „27 სექტემბერი მძიმე და ემოციური დღეა საქართველოსთვის“.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა და იმედი გამოთქვეს, რომ მალე დავიბრუნებთ ჩვენს მიწას.
პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ბაია ჯაჭვლიანი, რომელიც მოსწავლეთა პატრიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: