
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის აღმზრდელის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული - „ჭყონდიდობა“ აღნიშნეს.
სკოლა ამ დიდი პიროვნების სახელს ატარებს, ამიტომ დღესასწაულს, რომელიც 25 სექტემბერს აღინიშნება, მოსწავლეები განსაკუთრებულად გამოეხმურნენ.
„ჭყონდიდობას“ მიეძღვნა ისტორიის ლაბორატორიის განხორციელებული აქტივობა „საკლასო ოთახიდან გასული გაკვეთილების“ ფარგლებში.
მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა სკოლაში არსებული ანა კალანდაძის სკვერში ცოდნა და ინფორმაცია გაცვალეს ადამიანზე, რომელმაც აღმაშენებელთან ერთად ჩვენი ქვეყნის დიდების ისტორია დაწერა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: