
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ცხოვრება წახალისებულია. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
შესაბამისად, სკოლა შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს, რომლის ფარგლებში სკოლაში არაერთი სპორტული აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა დრო მეტად სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს, წარმატებით იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
სპორტულ კვირეულს სკოლაში მასწავლებელი მარინა სიხარულიძე ხელმძღვანელობდა.