
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა ხორციელდება.
აღსანიშნავია, მე-6ა კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი სახელწოდებით-„საყვარელი წიგნი-ჩემი შთაგონება”, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის ფარგლებში მოამზადეს.
მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ესაუბრათ საყვარელ წიგნზე და ეჩვენებინათ თუ რატომ არის შთაგონების წყარო მათთვის.
მოსწავლეებმა ნამუშევრები წარადგინეს პრეზენტაციის სახით. იმსჯელეს და მოუსმინეს ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ საქობოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: