თაიას საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა შორის კულინარიული კონკურსი მოეწყო
03-10-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო სასწავლო მეთოდსა და სახალისო აქტივობას სთავაზობენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

ახლახან, lV კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა კულინარიული შოუ - „მასტერშეფის“ სასკოლო ანალოგი.

კონკურსანტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით მომზადებული კერძები.

როგორც სკოლაში გვეუბენბიან, მნიშვნელოვანი პირობა იყო სახლში ჩაეწერათ მომზადების პროცესი და ვიდეო მტკიცებულების სახით წარმოედგინათ, რათა გაყალბებას ადგილი არ ჰქონოდა.

კონკურსანტები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით და გამოავლინა სამეული. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის და მათი ხელით გაკეთებული გემრიელობებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203