ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლების მიღებას ულოცავს
02-10-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებით და საზოგადოებას მედალოსან მოსწავლეებს აცნობს. 

მასწავლებლის კვალიფიკაცია და შრომის დაფასება, პირველ რიგში ალბათ მოსწავლის წარმატებით განისაზღვრება და ფასდება. დღეს განსაკუტრებით ამაყია სკოლის ხელმძღვანელი, რადგან მისი პედაგოგების თავდადებამ და შრომამ სედეგი გამოითო და მისმა მოსწავლეებმა შეძლეს ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დაესრულებინათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 

უკვე ყოფილ მოსწავლეებს სიხარულით ულოცავს მედლის მიღებას ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სიჭინავა: „გილოცავთ ჩვენო კურსდამთავრებულებო დამსახურებულ ოქროსა და ვერცხლის მედლებს. მჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით!“

იხილეთ, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული და მედალოსანი მოსწავლეების სია:

  • ალექსანდრე სიჭინავა - დაიმსახურა ოქროს მედალი
  • იამზე სიჭინავა -დაიმსახურა ოქროს მედალი
  • ანა სახურია - დაიმსახურა ოქროს მედალი
  • ლანა სახურია -დაიმსახურა ოქროს მედალი
  • ლუკა პაჭკორია - დაიმსახურა ვერცხლის მედალი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203