„აფხაზეთი საქართველოა“ -  გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში 1993 წლის სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
02-10-2025

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის და სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქის“თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „აფხაზეთი საქართველოა“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე. გაიხსენეს თავისუფლებას შეწირული ჩოხატაურელი ახალგაზრდები და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სკოლის ტერიტორიაზე დაუშვეს სახელმწიფო დროშა.

როგორც სკოლის დირექტორმა ცირა ბოცვაძე აღნიშნავს, მოსწავლეები იმყოფებოდნენ აფხაზეთში დაღუპული მეომრის, გელა ბელაუსოვის საფლავზე, რომლის სახელსაც ატარებს სკოლა.

„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა გელა ბელაუსოვის სახელობისაა, ის ჩვენი სოფლის მკვიდრი იყო და ყოველ წელს ვიხსენებთ მის გმირობებს. მინდა, რომ მომავალ თაობას მუდამ ახსოვდეს და უკდავყონ აფხაზეთში დაღუპული ჩვენი სახელოვანი გმირების სახელები. გვაქვს შესაბამისი სტენდიც, აშღანისნავია, რომ აუცილებლად გავდივართ საფლავზე, პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირს და ყვავილებით ვამკობთ. ეს უკვე სკოლას ტრადიციციაა და მიხარია, რომ ბავშვები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან ან ღონისძიებაში, ტკივათ, განიცდიან და ამაყობენ ჩვენი გმირებით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203