ხის პატარა კაცუნა ზემოხეთის საჯარო სკოლას „ესტუმრა“ - უმცროსკლასელებმა „პინოქიოს თავგადასავალი“ მრავალფეროვანი აქტივობით წარმოადგინეს
02-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, სწავლა მხოლოდ სამიოდე კვირაა დაიწყო, მოსწავლეები უკვე სრულფასოვნად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან, ზემოხეთის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა კარლო კოლოდის ზღაპრის მთავარი გმირი - პინოქიო გაიცნეს, მოირგეს მისი როლი, წარმოადგინეს კოსტიუმირებული სანახაობა, ცოტა ხნით წამოსკუპდნენ პერსონაჟის სკამზე, ისაუბრეს გმირის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე და შექმნეს თემატური ნამუშევრები.

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ირმა სანიკიძე.

ხალისითა და მხიარული აქტივობებით გავიცანით ხის პატარა კაცუნა... მოსწავლეებმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის როლი და უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს, ტექსტზე დაყრდნობით. წარმატებები, ჩვენო ჭკვიანებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო 1

იხილეთ ვიდეო 2

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203