
რუსთავის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორიოდე კვირაა, მოსწავლეები დაუბრუნდნენ ცოდნის ტაძარს, ისინი უკვე სრულფასოვნად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ახლახან, რუსთავის N3 საჯარო სკოლის მე-11 „ბ“ და მე-12 „ბ“ კლასების მოსწავლეებისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში.
აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: თაკო კვარაცხელია და გვანცა ბაქრაძე.
სივრცე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა საგანმანათლებლო სივრცე.
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში სტუმრობა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას უწყობს ხელს. განათლების პროგრამები კი ინტერაქციული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებს აერთიანებს.