საზეიმო განწყობა და ნამდვილი დღე-სასწაული ნაკრის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
02-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის, ნაკრის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.

პირველი ნაბიჯები კი ამ საინტერესო გზაზე, ყოველი წლის 15 სექტემბერია - როდესაც საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება. მოსწავლე-მასწავლებლების შეხვედრის ემოციები გულში ვერ ეტევა, თუმცა არიან ისინი, ვისთვისაც 15 სექტემბერს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - პირველი კლასის მოსწავლეები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და აქედან გამომდინარე, ნაკრის საჯარო სკოლა განსაკუთრებულად დახვდა თავის პირველკლასელებს - იყო ემოციების ზღვა, ბევრი სიყვარული, დიდი სიხარული და ნამდვილი დღე-სასწაული, რომელიც ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებული წელი გვქონოდეს. საზეიმო განწყობით მივიღეთ პირველი კლასი და ასეთივე განწყობით და შემართებით დავიწყეთ სასწავლო წელი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203