საჯარო სკოლები და ბაღები 3 ოქტომბერს დაისვენებენ - მთავრობის დადგენილება
02-10-2025

პარასკევს, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარდება. მთავრობის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025 წლის 3 ოქტომბერი განისაზღვრა უქმე დღედ.

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია - საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი სწორედ ბაღებსა და სკოლებშია გახსნილი, სავარაუდოდ პროცესის შეუფერხებლად მომზადებისა და ჩატარებისთვის არჩევნების წინა დღე ამიტომაც გამოაცხადა უქმედ მთავრობამ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წინა დღეებში ჩვენც მივმართეთ, თუმცა უწყებაში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

იხილეთ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ასევე, არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203