
ახმეტის N3 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.
პირველი ნაბიჯები კი ამ საინტერესო გზაზე, ყოველი წლის 15 სექტემბერია - როდესაც საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება. მოსწავლე-მასწავლებლების შეხვედრის ემოციები გულში ვერ ეტევა, თუმცა არის ორი კატეგორია, ვისთვისაც 15 სექტემბერს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ესენი გახლავთ პირველი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. ისინი, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და ისინი, ვისთვისაც წლის ბოლოს ცხოვრების ერთი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდება.
აქედან გამომდინარე, ახმეტის N3 საჯარო სკოლა განსაკუთრებულად დახვდა თავის პირველ და მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს, რომლებმაც პირადად მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება სკოლის ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს - იყო ემოციების ზღვა, ბევრი სიყვარული, დიდი სიხარული და ნამდვილი დღე-სასწაული, რომელიც ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ.