
ქარელის მუნიციპალიტეტის, მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მიუხედვად იმისა, სწავლა მხოლოდ სამიოდე კვირაა დაიწყო, მოსწავლეები უკვე სრულფასოვნად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში.
ახლახან, მოხისის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა კარლო კოლოდის ზღაპრის მთავარი გმირი - პინოქიო გაიცნეს, მოირგეს მისი როლი, წარმოადგინეს კოსტიუმირებული სანახაობა, ცოტა ხნით წამოსკუპდნენ პერსონაჟის სკამზე და ისაუბრეს გმირის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე.
აქტივობას, რომელსაც ეწოდა - „პერსონჟის სკამი“, ხელმძღვანელობდა პედაგოგი მაია გრიგალაშვილი.
„მოსწავლეებმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის, ხის კაცუნა პინოქიოს როლი და უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს, ტექსტზე დაყრდნობით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.