ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნინო მარგალიტაძეს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა
02-10-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნინო მარგალიტაძეს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა და მადლობის სიგელი გადაეცა.

სახალხო დღესასწაულის „ლანჩხუთობა-2025“-ის ფარგლებში, მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დააჯილდოვა.

„ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა ვულოცავთ ნინო მარგალიტაძეს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდებას, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს, კიდევ მრავალი წელი ემსახუროს მომავალი თაობის აღზრდისთვის“, - ასე გამოემხაურა სკოლა ნინო მარგალიტაძის წარმატებას.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203