
სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში კარგად იციან, ამიტომ მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.
შეჯიბრება ჩატარდა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მიმართულებით.
მოსწავლეებმა თავი ისახელეს ჭადრაკში, შაშში, ასევე სპორტის სხვა სახეობაში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოტივირებულ აღსაზრდელებს სასწავლო წლის გამარჯვებით დაწყებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ ნაბიჯებს ქვეყნის საკეთილდღეოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: