შეიცვალა მოსწავლეთა ფორმები - მუხურის თემის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო
02-10-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პომპეზურად და მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მოსწავლეთა ფორმა, რომლის პერანგებზეც გამოსახულია სკოლის ლოგო.

როგორც მუხურის თემის სკოლაში გვიამბობენ, 15 სექტემბერს მათთან განსაკუთრებული საზეიმო ელფერი ჰქონდა:

„შეიცვალა მოსწავლეთა ფორმები. ახალი ფერები ძალიან დაამშვენდათ ჩვენს მოსწავლეებს. დომინანტური გახდა ლურჯი და თეთრი, რომლებიც ისედაც დომინირებს სამყაროში. შეირჩა სკოლის ლოგო (გამოსახულია პერანგებზე), ეგრისის მთების იმ ხედით, რომელიც დასცქერის სკოლის მიდამოს. თამამად ვიტყვით - შინაარსი და ფორმა არასოდეს ყოფილა ასეთ თანხვედრაში, რომ ზოგიერთ მასწავლებელსა და სკოლის თანამშრომელსაც მოეხდინა მოსწავლის ფორმა სასურველი იმიჯისთვის. ცა ლურჯად კრიალებდა და მდინარეც, მოსწავლეთა ჰანგებს აყოლილი, საამოდ დუდუნებდა...

ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს! შვება, სიხარული, ბედნიერება გეპოვოთ სწავლაში! მოგეძებნოთ და გევლოთ გზებით თქვენი საუკეთესო მომავლისაკენ სიკეთით გაჯერებულ სამყაროში!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203