წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უძველესი დასახლების შენობების მაკეტი შექმნეს
02-10-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და მათ, საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, ისეთ საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც მიღებული ინფორმაციის გადააზრებაში, სიღრმისეულად გაანალიზებაში დაეხმარება.

ახლახან, წყემის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა, მნიშვნელოვანი პროექტი წარმოადგინეს - ეს გახლავთ მაკეტი, რომელიც უძველესი დასახლების შენობების ერთიანობას წარმოადგენს.

ბავშვების ნამუშევარმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს, სადაც ნათლად ჩანს ახალგაზრდების ენთუზიაზმი და საკითხისადმი ინტერესი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203