გაიცანით დალი ჩაჩავა საგვაზავოს საჯარო სკოლიდან, რომელსაც ღვაწლმოსილი პედაგოგის ჯილდო გადაეცა
02-10-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, უწყვეტად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე.

ამის დასტურია ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომლითაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო საგვაზავოს საჯარო სკოლაში - პედაგოგს, დალი ჩაჩავას ღვაწლმოსილი მასწავლებლის ჯილდო გადაეცა.

„საინტერესო სიახლეებით ვიწყებთ 2025-2026 სასწავლო წელს.

საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექცია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს ქალბატონ დალი ჩაჩავას ღვაწლმოსილი მასწავლებლის დამსახურებულ ჯილდოს.

მართლაც ღვაწლმოსილი და ამაგდარი პედაგოგი გახლავთ დალი მასწავლებელი. არაერთი თაობის ღირსეული აღმზრდელი. თბილი და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული“, - ასე ეხმაურება სკოლა დალი ჩაჩავას წარმატებას და უსურვებს მას ნაყოფიერ მოღვაწეობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203