დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა - დეტალები
02-10-2025

პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვანთნ სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ მას ფიზიკურად ეხებოდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავროო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს. 

„ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის  არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა. 

პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.

საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშულს.

პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას  2 -დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203