რა იგეგმება 2026 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით 
05-10-2025

2026 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 16 მილიონზე მეტია გამოყოფილი. 

როგორც დოკუმენტში ვკითხლობთ: განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებაში მომუშავე პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების) პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება;

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და გავრცელების ხელშეწყობა;

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების განვითარების, ეფექტური დანერგვისა და რესურსების შექმნის გზით მასწავლებელთა ზოგადი და საგნობრივი პროფესიული კომპეტენციების განვითარება;

ეროვნული უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა სახელმწიფო ენის გაძლიერებით;

საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა - სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა - ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203