ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მესამეკლასელთა აქტივობა - „განვამტკიცოთ რიცხვების ცნობა ლოტოს მეშვეობით“.
მესამე კლასის ჯგუფური შეხვედრა რესურსოთახში გაიმართა.
აქტივობას სპეციალური მასწავლებელი: თამარ ფიფია და მათემატიკის მასწავლებელი ნათია მეფარიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: