„დავბრუნდით კეთილმოწყობილ სივრცეში, ახალი ფერებით, ენერგიით“-ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწალე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი ახალ შენობაში განაახლეს
01-10-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026  სასწავლო წელი ახალ შენობაში განაახლეს. 

სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ლიხეთის საჯარო სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტია.

სკოლაში ახარებთ სასწავლო პროცესის ახალ შენობაში განახლება. 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლა დაბრუნდა ახალი ფერებით, ახალი ენერგიითა და კეთილმოწყობილი სივრცით!

ახალი სასწავლო წელი - ახალი დასაწყისი! ყველას წარმატებულ ნაბიჯებს გისურვებთ!

ჩვენს სკოლას ესტუმრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, რომელმაც პირადად მიულოცა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. ბავშვებმა სტუმარს თბილი და გულწრფელი დახვედრა მოუწყვეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ განსაკუთრებულ სულს, რომელიც ჩვენს სკოლაში სუფევს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203