
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-9ა კლასის მოსწავლის - ანდრია წურწუმიას წარმატებით ხარობენ. მე-9 კლასელმა საქართველოს სარეიტინგო შეჯიბრზე, ძიუდოში პირველი ადგილი დაიკავა.
მოსწავლე შესაბამისი სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალგაზრდა ძიუდოისტს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.