
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგების - ირმა ცქიფურიშვილისა და თეიმრაზ ყუბანეიშვილის ღვაწლი და დამსახურება საზეიმოდ აღინიშნა.
პედაგოგები წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ. მასწავლებლებს მადლობის სიგელები ქუთაისის მერიამ გადასცა.
სკოლაში პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება ულოცავენ და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ.
„ქუთაისის N23 საჯარო სკოლა უღრმესი პატივისცემით ულოცავს ამავე სკოლის მასწავლებლებს: ქალბატონ ირმა ცქიფურიშვილს და ბატონ თეიმრაზ ყუბანეიშვილს ამაგდარი პედაგოგის ჯილდოს და კვლავაც წარმატებას უსურვებს ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.