სკოლის ექიმებისთვის განახლებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავდება - სამთავრობო დოკუმენტი
18-11-2025

შემუშავდება სკოლის ექიმის განახლებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გაიზრდება მისი სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა - აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც 2026-2029 წლებისათვის ქვეყნის განვითარების ძირითად გეგმას წარმოადგენს.

„ყველა საჯარო სკოლის ექიმის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდება სკოლის ექიმის განახლებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გაიზრდება სკოლის ექიმის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა. 

სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ფარგლებში, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარი არ არის სკოლის ექიმის ანაზღაურების გაზრდაზე, არც ის არის დაკონკრეტებული როდის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკრეტულად რა შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ექიმის ხელფასი ბოლო მონაცემებით 800 ლარია, ხოლო ექთნის 670 ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203