
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ახლახან, პედაგოგები - მაია ხასაია და ნატო ბულუხაძე წარმატებული და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ. მასწავლებლებს მადლობის სიგელები ქუთაისის მერიამ გადასცა.
სკოლაში პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება ულოცავენ და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ.
„ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს საინტერესო პროფესია პედაგოგობაა.
დღეს, ქალაქ ქუთაისის მერიამ ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში დააჯილდოვა 78 ღირსეული პედაგოგი მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის გამორჩეული პედაგოგებიც: მაია ხასაია და ნატო ბულუხაძე. წარმატებები ჩვენი სკოლის თითოეულ პედაგოგს და აღსაზრდელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: