
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლას არაერთი საამაყო თაობა აღუზრდია. დირექცია და პედაგოგები მათ დიდ გულშემატივრებად რჩებიან და მათი წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
კურსდამთავრებულებიც არასდროს ივიწყებენ სკოლას.
ახლახან, სკოლის საამაყო კურსდამთავრებულმა, რომელიც წარმატებით აგრძელებს სწავლას სამხატვრო აკადემიაში, სიყვარულითა და დიდი გულისხმიერებით მოხატა სკოლის კედელი, რითაც სასკოლო სივრცეს განსაკუთრებული სითბო და სილამაზე შემატა.
სკოლაში გიგა გაფრინდაშვილს მადლობას უხდიან ლამაზი საჩუქრისთვის და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
„განსაკუთრებული მადლობა ასევე მის ახლობელ გოგონას, რომელმაც გიგასთან ერთად ლამაზად გააფერადა ეს ნამუშევარი და კიდევ უფრო მეტი სიხარული შემატა ჩვენს კედლებს.
ეს ქმნილება არა მხოლოდ ჩვენი სკოლის ფოიეს დაამშვენებს, არამედ მომავალ თაობებს შთაგონებად და მაგალითად დარჩება.
მადლობა ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულს და მის მეგობარს იმ სილამაზისთვის, რომელიც სკოლას აჩუქეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: