„ჩვენ გვახსოვს და გვტკივა აფხაზეთი“- თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს 
01-10-2025

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„ჩვენ გვახსოვს და გვტკივა აფხაზეთი. ვიცით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და განუყოფელი“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და 32 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ქართველი გმირები გაიხსენეს და საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეთა ისტორიის მასწავლებელი მარიამ მამულაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ქვემოთ წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია VIII, IX ,IX, X კლასების მოსწავლეთა მიერ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203