ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
01-10-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში მთელი კვირა ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმო​.

მათ შორის გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო და თაავშესაქცევი აღმოჩნდა. 

ბავშვებმა ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203