მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორ როდერ ცირდავას „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა 
01-10-2025

28 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული -„ჩხოროწყუობა“ გაიმართა. 

სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.

,,საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდებით დაჯილდოვდა სხვადასხვა პროფესიის 9 დამსახურებული მოქალაქე, მათ შორის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა.

სკოლაში დირექტორს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ტექპერსონალი, მოსწავლეები და მათი მშობლები გულითადად ვულოცავთ ბატონ როდერს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ დღეგრძელობას, კვლავაც უანგარო მსახურებას მოსწავლეთა აღზრდის საქმეში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203