
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა მონაწილეობა კი სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, მთელი კვირა, ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმო.
მათ შორის გაიმართაა 3X3 შეჯიბრება კალათბურთში, რომელშიც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეები (ვაჟები) მონაწილეობდნენ
ასევე მოეწყო გეზრბენი: მე-8 -მე-11 კლასელ გოგონათა მონაწილეობით.
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: