
განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღისადმი" მიძღვნილი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 1 ვიდეორგოლის დამზადებაში 288 000 ლარს იხდის. ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ვიდეორგოლს შპს „სტუდია მეტრო“ მოამზადებს.
ვიდეორგოლის ხანგრძლივობა: 45-90 წამი უნდა იყოს.
სტუდია „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფციისა და სცენარის მომზადებაში 110,000 ლარს ითხოვს, ხოლო ვიდეორგოლის დამზადებაში - 178,000 ლარს.
აღასნიშნავია, რომ „სტუდია მეტროს“ დირექტორი და 44.3%-იანი წლის მფლობელია ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, 11.4%-იანი წილი აქვს კობა დავარაშვილს და თენგიზ გობეჩიას - 44.3%-იანი წილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს N340 დადგენილებით, 27 ოქტომბერს დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე. მასწავლებლის ეროვნული დღე – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. 2024 წელს სამინისტრომ აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა.