2025 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება 11 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი), რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 12 ოქტომბერს ჩატარდება.
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
წიგნიერება
რაოდენობრივი წიგნიერება
თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.
პრეტესტთან დაკავშირებით ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.