ცვლილება მედალოსანი მოსწავლეებისთვის - სამინისტროს დამატებითი ვალდებულება დაეკისრა
30-09-2025

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებებს გადაიბარებენ სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ.

მათ შორის, ცნობილია, თუ ვინ გასცემს მედლებსა და სერტიფიკატებს წარჩინებული მოსწავლეებისთვის.

„წარჩინებულ მოსწავლეთა მედლები და სერტიფიკატები (არსებული ვალდებულება) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203