სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ლასურიაშის საჯარო სკოლაში
30-09-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს. 

ღონისძიებაზე ლამაზი და მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს მათი შემოქმედებითი უნარები - წაიკითხეს ლექსები, იმღერე და შეასრულეს საცეკვაო ნომრები. მოეწყო სპორტული სახალისო აქტივობები, ვიქტორინა, რომელშიც ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები.

სკოლის დირექტორმა - მარინა ბრეგვაძემ გასული წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, პედაგოგებსა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მართალია, უკვე მესამე კვირაა სასწავლო პროცსი განახლდა, მაგრამ პირველი სასწავლი დღის ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203