მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა სიმონიას ღვაწლმოსილი მასწავლებლის დამსახურებული ჯილდო გადაეცა
30-09-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა სიმონია ახალი თაობის ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე მრავალი წელია ზრუნავს. 

ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. ნანა სიმონიას ღვაწლმოსილი მასწავლებლის დამსახურებული ჯილდო გადაეცა. 

სკოლაში მასწავლებელს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექცია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს ქალბატონ ნანა სიმონიას ღვაწლმოსილი მასწავლებლის დამსახურებულ ჯილდოს და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც.

ნანა სიმონია პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, იცავს პროფესიულ სტანდარტებსა და მასწავლებლის ეთიკის ნორმებს. არის მეგობრული, კეთილგანწყობილი, როგორც კოლეგების, ისე მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ, არის მაღალი ერუდიციისა და განათლების მქონე პედაგოგი, სისტემატურად ზრუნავს საკუთარი პროფესიული დონის ამაღლებაზე.

ის არის ადამიანი, რომელზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მაცხოვრიკსარის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივს ძალიან უყვარხართ და გაფასებთ როგორც პედაგოგს ისე პიროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203